ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 187 ათასი ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც 57 სოფელში გარეგანათება მოეწყობა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სოფლის ცენტრებისა და კომპაქტურად დასახლებული უბნების განათება განხორციელდება.
ქედის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, ტენდერის გამოცხადება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.