თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას, ავტოფარეხების ადგილას სკვერების მოწყობის თაობაზე, წერეთლის 93-ში მცხოვრები მოსახლეობა გამოეხმაურა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მათ ეზოში 5 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ავტოფარეხების ადგილას თბილისის მერია სკვერს გააკეთებს.