გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხურვალეთის სატუმბ სადგურს, შეიცვალა სადგურის ტრანსფორმატორი, მოწესრიგდა ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გამოიცვალა სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები.
„ხურვალეთის სატუმბი სადგურის აღდგენამ ნადარბაზევის წყალსაცავი 900 ათასი მ³ წყლით უკვე შეავსო, სარწყავი სეზონის დაწყებისთვის წყალსაცავს კიდევ 700 ათასი მ³ სარწყავი წყალი დაემატება....
თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თიანეთის მუნიციპალიტეტში 20 მოხელე უკანონოდ არის დანიშნული. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი გაფლანგული, მუნიციპალიტეტი კი გაჩერებულია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“მუნიციპალიტეტის არაკომპეტენტური მერის 92 საშტატო ერთეულიან დაწესებულებაში უკვე მეორე თვეა 20 მოხელე უკანონოდ მუშაობს. შედეგად იფლანგება რამდენიმე ათასი ლარი. ყველა სხვა ადამიანს სამუშაო ადგილის მოპოვების კანონიერი შესაძლებლობა წაერთვა. კანონი ზღუდავს დამხმარე ამოცანის შესრულებისათვის შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა...
სოფელ ტანძიაში, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ კიდევ ერთი აქცია 26 აპრილს გამართა. მათ RMG Gold-ის წარმომადგენლებსა და დაცვის პოლიციას ბნელ ხევში შესვლის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობამ პიკეტირება მოაწყო და ტრანსპორტი, რომელშიც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, გზაზე არ გაატარა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
სოფლის მოსახლეობის თქმით, კომპანია ბნელ ხევში ღია კარიერის მოწყობას გეგმავს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და ზიანს მიაყენებს როგორც იმ ტერიტორიაზე...
ბათუმის მერია ყოველწლიურად, დაახლოებით, 6 მილიონი ლარის შემოსავალს კარგავს, მაშინ როდესაც დანახარჯი 8 მილიონზე მეტი აქვს. საქმე ეხება სანდასუფთავების მოსაკრებელს, რომლის ამოღებასაც ქალაქის მთავრობა ვერ ახერხებს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
1 მაისიდან სანდასუფთავების სამსახური მოქალაქეთა ბაზების დახვეწას იწყებს, შემდეგ კი გადაწყვეტს რა ფორმით დააკისროს მოქალაქეებს ვალდებულება. ბათუმში ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების მოსაკრებელი 1.30 ლარია.
ასეთივე პრობლემა ქობულეთის მერიასაც აქვს.
წინა სტატია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მზია გიორგობიანი დაინიშნა. ის 2014 წლის აგვისტოდან ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2001 წლიდან ამავე სამინისტროში ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, საჯარო სამსახურში გადასვლამდე კი დასაქმებული იყო კერძო სექტორში.
მაია ცქიტიშვილს სამი მოადგილე ჰყავს: პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, რომელიც საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეც არის; მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ბაღებში ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეებს ამონტაჟებს.
უწყების ცნობით, სამუშაოები 100-ზე მეტ ბაღში უკვე დასრულდა, ხოლო 58 საბავშვო ბაღში ჯერ ისევ მიმდინარეობს.
ბადეების მონტაჟი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით ხორციელდება, რაც ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ფანჯრების საევაკუაციო მიზნით გამოყენებას.
მიმდინარე სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.
წინა სტატია
შიდა ქართლში, საავტომობილო გზებთან ახლოს მდებარე უსახურ შენობებზე 20 დღის წინ დამაგრებული სამშენებლო ფარდების ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხის გზაზე მდებარე უსახური შენობები კვლავ გამოჩნდა, რადგან ტურისტული სეზონის გახსნამდე მასზე ჩამოფარებული ფარდები უკვე დაზიანდა.
ფარდების შესყიდვა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, კახა სამხარაძის მიერ გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს.
კასპთან ერთად, სამშენებლო ფარდები გორისა და...
ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის პროცესი დაიწყო. ინმეწარმე გიორგი მაღლაფერიძის თქმით, რომელმაც ზუგდიდის მერიის მიერ მეოთხედ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ამბობს, რომ თავშესაფარში 50 ძაღლი უკვე გადაიყვანეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
"25-25 გავიყვანეთ პირველ და მეორე შემთხვევაში. ჩვენთან ძაღლები რჩებიან ათი დღით, ან ერთი კვირით. ჯანმრთელები რომლებიც არიან, მათ სტერილიზაციას ვუკეთებთ და ვაბრუნებთ მალევე“, - თქვა ინდმეწარმემ.
მისივე თქმით, ცხოველთა გადაყვანას თავშესაფარში მერიის მოთხოვნის...
წინა სტატია
ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად საჭირო დგარის მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. სატენდერო კომისიამ, 25 აპრილს გამართულ სხდომაზე დროშის დგარის მოსაწყობად გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.'
რატომ არ მიიჩნია სატენდერო კომისიამ ტენდერი მიზანშეწონილად, კომისიას სხდომის ოქმში არ განუმარტავს.
ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე ეროვნული დროშის აღსამართად საჭირო დგარის მოსაწყობად 65 651 ლარიანი...
საქართველოში 71 მოქმედ სკოლას საკუთარი შენობა არ გააჩნია. აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დღეს კერძო სახლებში, საბავშვო ბაღებში, საკრებულოებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში სწავლობენ, მათ შორის მაღაზიის შენობაშიც კი. ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოზე დაყრდნობით edu.aris.ge ავრცელებს.
სკოლებიდან მოსწავლეები სხვა ადგილას შენობების ავარიულობისა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო არიან გადაყვანილები.
სკოლების ნაწილისთვის სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტირება, ნაწილისთვის კი 60-ბავშვიანი მცირეკონტინგენტიანი სკოლის...
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის ბაგა-ბაღში გამოშენება-გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაზე სამუშაოებს კომპანია ,,ზაზო“ აწარმოებდა, რომელმაც ხელშეკრულებით გათვალისწიბებული სამუშაოები ვერ შეასრულა, რის გამოც კომპანია რამოდენიმეჯერ დაჯარიმდა, შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა პირგასამტეხლო 10 799 72 ლარის ოდენობით.
ამ დროისათვის შენობის გამოშენება-გამაგრებითი სამუშაოებს შპს ,, ერა 2011“ ასრულებს, ასევე იგეგმება დარჩენილი შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულება.
უწყების ცნობით, მიმდიანრე სამუშაოებზე 26 903 ლარია გათვალისწინებული.
მუნიციპალიტეტის მერია...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველი და მეორე ობჩის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინოულთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 1 019 268 ლარს შეადგენს და იგი 3,7 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტებას ითვალისწინებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 25 აპრილს დაიწყო და ტენდერის პირობების თანახმად 2018 წლის 19 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს."ორიენტირი"ახორციელებს.
ქალაქ ონში, ჟიჟორეთის სათავე ნაგებობასთან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაახლობით, 1 300 მ სიგრძის მონაკვეთზე ახალი ქსელი მოეწყო.
მერიის ინფორმაციით, ამიერიდან მოსახლეობა ამინდის გაუარესებისას, სასმელ წყალს გაუმჯობესებული ხარისხით, ხოლო ნაწილი - 20-24 საათიანი გრაფიკით მიიღებს.
ონის მუნიციპალიტეტის ცნობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ამინდის გაუარესების შედეგად, ქვედრულას სათავე ნაგებობიდან წყლის დებიტის შემცირების გამო,...
თვითმმართველობების გაძლიერება, მათთვის უფლებამოსილებების და ფინანსური რესურსების გაზრდა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ექპერტი კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების ფისკალური დეცენტრალიზაცია მათი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თვითმმართველობებისთვის აუცილებელია ფინანსური დამოუკიდებლობის მიცემა. მისი თქმით, აუცილებელია თვითმმართველობებს ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, რომელსაც ის საკუთარი შეხედულების მიხედვით განკარგავს.
,,თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტურობის მიზნით აუცილებელია მისი ფინანსური დამოუკიდებლობა. ცენტრალური...
თეთრიწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ჯიპის ტიპის სპეცმანქანა გადასცეს, რომელიც დაბა მანგლისში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.
ჯიპის ტიპის მანქანები ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი. ავტომობილები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის...
ქალაქ წყალტუბოში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 700 ლარით ფინანსდება.
,,გზების მოწესრიგება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის დადებითად გადასაჭრელად მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ჭავჭავაძის ქუჩაზე 2017 წლის ბოლოს მოვაწესრიგეთ სასმელი წყლის პრობლემა, შეიცვალა მილები. შესაბამისად აუცილებელი გახდა გზის საფარის გაკეთება’’- აღნიშნა წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































