ბაღდათში, სოფელ ობჩაში, გზის რეაბილიტაცია დაიწყო

646

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველი და მეორე ობჩის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინოულთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 1 019 268 ლარს შეადგენს და იგი 3,7 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტებას ითვალისწინებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 25 აპრილს დაიწყო და ტენდერის პირობების თანახმად 2018 წლის 19 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს.”ორიენტირი”ახორციელებს.