ქალაქ წყალტუბოში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1010

ქალაქ წყალტუბოში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 700 ლარით ფინანსდება.

,,გზების მოწესრიგება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის დადებითად გადასაჭრელად მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ჭავჭავაძის ქუჩაზე 2017 წლის ბოლოს მოვაწესრიგეთ სასმელი წყლის პრობლემა, შეიცვალა მილები. შესაბამისად აუცილებელი გახდა გზის საფარის გაკეთება’’- აღნიშნა წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია ,,ჯ და ჯ’’ ასრულებს.