შიდა ქართლში, საავტომობილო გზებთან ახლოს მდებარე უსახურ შენობებზე 20 დღის წინ დამაგრებული სამშენებლო ფარდების ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხის გზაზე მდებარე უსახური შენობები კვლავ გამოჩნდა, რადგან ტურისტული სეზონის გახსნამდე მასზე ჩამოფარებული ფარდები უკვე დაზიანდა.
ფარდების შესყიდვა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, კახა სამხარაძის მიერ გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს.
კასპთან ერთად, სამშენებლო ფარდები გორისა და ქარელის წარმომადგენლებმაც შეიძინეს. დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა კომპანიას, ამაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათებით გახდება ცნობილი.