რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მზია გიორგობიანი დაინიშნა. ის 2014 წლის აგვისტოდან ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2001 წლიდან ამავე სამინისტროში ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, საჯარო სამსახურში გადასვლამდე კი დასაქმებული იყო კერძო სექტორში.
მაია ცქიტიშვილს სამი მოადგილე ჰყავს: პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, რომელიც საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეც არის; მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაია ცქიტიშვილი, ზურაბ ალავიძის ნაცვლად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.