ქალაქ ონში, ჟიჟორეთის სათავე ნაგებობასთან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაახლობით, 1 300 მ სიგრძის მონაკვეთზე ახალი ქსელი მოეწყო.
მერიის ინფორმაციით, ამიერიდან მოსახლეობა ამინდის გაუარესებისას, სასმელ წყალს გაუმჯობესებული ხარისხით, ხოლო ნაწილი – 20-24 საათიანი გრაფიკით მიიღებს.
ონის მუნიციპალიტეტის ცნობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ამინდის გაუარესების შედეგად, ქვედრულას სათავე ნაგებობიდან წყლის დებიტის შემცირების გამო, 550-ზე მეტი ოჯახი წყალმომარაგების გარეშე რჩებოდა, ხოლო უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი დღეგამოშვებით მიეწოდებოდა.