ქუთაისის მერიამ დროშის მოსაწყობად გამოცხადებული 65 000 ლარიანი ტენდერი შეწყვიტა

780

წინა სტატია

ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად საჭირო დგარის მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. სატენდერო კომისიამ, 25 აპრილს გამართულ სხდომაზე დროშის დგარის  მოსაწყობად გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

რატომ არ მიიჩნია სატენდერო კომისიამ  ტენდერი მიზანშეწონილად, კომისიას სხდომის ოქმში არ განუმარტავს.

ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე ეროვნული დროშის  აღსამართად  საჭირო დგარის მოსაწყობად 65 651 ლარიანი ტენდერი  2018 წლის 16 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულს ადგილზე შესაბამისი მიწის მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ლითონის კონსტრუქცია უნდა მოეწყო, სადაც დროშის აღმართვა იქნებოდა შესაძლებელი.

მანამდე კი, მერიამ დგარის პროექტის შედგენისთვისაც 4 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც არ შედგა.

ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელთან ეროვნული დროშის აღმართვისთვის 65 000 ლარის დახარჯვა გააპროტესტა ადგილობრივმა ოპოზიციამ.