თეთრიწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ჯიპის ტიპის სპეცმანქანა გადასცეს, რომელიც დაბა მანგლისში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.
ჯიპის ტიპის მანქანები ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი. ავტომობილები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.