ბათუმის მერია, წლიურად, 6 მილიონ ლარს კარგავს

816

ბათუმის მერია ყოველწლიურად, დაახლოებით, 6 მილიონი ლარის შემოსავალს კარგავს, მაშინ როდესაც დანახარჯი 8 მილიონზე მეტი აქვს. საქმე ეხება სანდასუფთავების მოსაკრებელს, რომლის ამოღებასაც ქალაქის მთავრობა ვერ ახერხებს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

1 მაისიდან სანდასუფთავების სამსახური მოქალაქეთა ბაზების დახვეწას იწყებს, შემდეგ კი გადაწყვეტს რა ფორმით დააკისროს მოქალაქეებს ვალდებულება. ბათუმში ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების მოსაკრებელი 1.30 ლარია.

ასეთივე პრობლემა ქობულეთის მერიასაც აქვს.