ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობისთვის კიდევ ორი ტენდერი გამოცხადდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები კეთილმოეწობა.
პროექტის ფარგლებში, კოსტავას ქ.N7-ში, ასფალტ-ბეტონი, განათების ბოძები, სანიაღვრე ჭები და პლასტმასის გოფრირებული მილები მოეწყობა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 49 650 ლარია.
ზვიად გამსახურდიას გამზ. N31-ში არსებული კორპუსების ეზოში კი სკამები, მაგიდა, ბეტონის ასაწყობი ბორდიურები, ასფალტ-ბეტონის...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კარიერის დასახლებაში, ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე არხები და ბორდიურები მოეწყობა. ასევე, ტროტუარსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის 798 888 ლარი დაიხარჯება.
მერიის ინფორმაციით, კარიერის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რამდენიმე წელია, ეტაპობრივად მიმდინარეობს, მათივე განცხადებით, გასულ წლებში...
რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 2 500 000 ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან კი, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელები და დაიგება როგორც ბეტონის, ასევე, ასფალტის საფარი.
"ამ პროექტით, ძველი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვაპირებთ. გეტყვით, რომ მკაცრად გაკონტროლდება მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან პროექტის მიმდინარეობის პროცესი. კვირაში ერთხელ პირადად გავეცნობი სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მედიასაც და მოსახლეობასაც...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო, ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპის მე-4 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს. გიორგი ტყემალაძესთან ერთად, კრაკოვში თბილისის საკრებულოს წევრები დავით უთმელიძე, შალვა ოგბაიძე და ოთარ გრიგოლია არიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
თბილისის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპის მე-4 კონგრესზე, რომელიც კრაკოვის კონგრესის ცენტრში იმართება, მოხსენებით გამოვიდნენ.
გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ევროპის ქვეყნების თვითმმართველობების წარმომადგენლებთანრამდენიმე შეხვედრაც გამართეს.
„აღნიშნული ღონისძიება არის ძალიან წარმატებული ფორმატი ადგილობრივი თვითმმართველობებისწარმომადგენელთა ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. კონგრესისფარგლებში, მონაწილეობა მივიღეთ მრავალ, სხვა და სხვა ფორმატის პროფილურ შეხვედრებში, სადაც ევროპისქალაქებსა და თბილისში თვითმმართველობის კუთხით არსებული აქტუალური საკითხები განვიხილეთ“ - განაცხადაგიორგი ტყემალაძემ.
ადგილობრივ თვითმმართველობების ევროპული ფორუმის მიზანია ევროპის რეგიონებსა და ქალაქებს შორისმრავალმხრივი და პირდაპირი თანამშრომლობის გაღრმავება სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, ურბანულ დატურიზმის განვითარების სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. ასევე ადგილობრივ ლიდერთა, საჯარო ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ავტობუსის ორ გაჩერებას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერებებს.
გაჩერებები მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აშენდა.
ბრძანებას ხელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლომიტაშვილი აწერს.
სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ -ს ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი....
გორში 8 მაისიდან გარევაჭრობა იკრძალება. უწყების ინფორმაციით, გარემოვაჭრეები დღეს მერიის თანამშრომლებმა სამართალდამცავებთან ერთად გააფრთხილეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში სთავაზობენ.
თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაათავისუფლებენ, მათ მიმართ განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ეს მე-3 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სანქციები.
„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გარევაჭრობის შედეგად მახინჯდება ქალაქის იერსახე, გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ მოადგილეებად გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დანიშნა.
გიორგი წერეთელი, ამ დრომდე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, კობა გაბუნია კი შპს „ელიტა ბურჯი“-ს კომერციული დირექტორი იყო. თავმჯდომარის ახალ მოადგილეებს აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.
უწყების ცნობით, ფორუმის მიზანია, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ვიზიტორებისათვის, ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრება...
წინა სტატია
ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
წინასწარ ცნობილი იყო, რომ სხდომაზე ქალაქის მერი გოჩა კურდღელია 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ ანგარიშს წარადგენდა, თუმცა სხდომაზე გოჩა კურდღელია არ გამოცხადდა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მათი განცხადებით, აღნიშნული საკითხი ერთხელ უკვე გადაიდო. მათივე თქმით, მერი საკრებულოს სათანადოდ არ აფასებს და პატივს არ...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ წყლის პროექტი 2015 წელს დაიწყო, თუმცა პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. ასევე, გასულ წელს დაიწყო ვაშლოვანის ქუჩის გზის პროექტის განხორციელებაც, რომელიც ამორტიზებული წყლის მილების გამო, ვერ შესრულდა. აღნიშნულ საკითხს ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მუნიციპალიტეტის მერთან და კახეთის გუბერნატორთან ერთად...
პარტია "ახალმა საქართველომ" თბილისის მერიაში 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლების ხელმოწერებით პეტიცია შეიტანა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის თქმით, მნიშვნელოვანია ბაღთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცეს, მათ შორის გაირკვეს დასანგრევია თუ არა ბაღი.
„დღეს მერიაში პეტიცია შევიტანეთ 500 მშობლის ხელმოწერით. ჩვენ ვითხოვთ, რომ 109-ე ბაგა-ბაღთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს. ჩატარდეს დამატებითი კვლევები და ექსპერტიზაც თუ საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს...
მერიის ინფორმაციით, ცნობილია ბათუმის წყლის ხარისხის პერმანენტული მონიტორინგის შედეგები.
"2018 წლის 26 აპრილის წყლის ხარისხის პერმანენტული მონიტორინგის შედეგების თანახმად, „ბათუმის წყალის“ მიერ მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს"- აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.
თბილისის 32 საჯარო ბაგა-ბაღის სამზარეულო ბლოკებში ახალი ტექნიკა შევა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თბილისის მერიის ცნობით ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ამჟამად არსებულ გაზქურებს ელექტროქურები ჩაანაცვლებს.
უწყების ცნობით, სამზარეულო ტექნიკის შესყიდვა თბილისის გაზმომარაგების კომპანია „ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა. კომპანიის ექსპერტებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის შემდეგ სამზარეულო ბლოკები შეისწავლეს ყველა იმ ბაგა-ბაღში, სადაც გაზქურებით სარგებლობდნენ. აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ბაგა-ბაღებში ელექტროქურები უკვე დამონტაჟებულია.
ფოთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ოთარ ხარჩილავას განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს საინიციატივო ჯგუფის ინტენსიური შეხვედრები. მისი თქმით, მაისის თვიდან ფოთში პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"დღვანდელი სხდომა კიდევ ერთი დასტურია არაკეთილსინდისიერი თანამშრომლობის და შეურაცხყოფის. ქალაქში ჩამოშლილია ყველა სფერო, შეწუხებულია მოსახლეობა, მე შევასრულებ მოსახლეობის დაკვეთას, წარვუძღვები ყველა საპროტესტო აქციას, ეს არ იქნება ერთჯერადი, ასევე, ეს...
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, მე-6 შესახვევში ახალი გზა იგება.
ქუთაისის მერიის ცნობით, ამ მონაკვეთზე გზა არასდროს ყოფილა.
ახალგაზრდობის მე-6 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































