ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, მე-6 შესახვევში ახალი გზა იგება.
ქუთაისის მერიის ცნობით, ამ მონაკვეთზე გზა არასდროს ყოფილა.
ახალგაზრდობის მე-6 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება.