კასპში თემაზე – „ახალგაზრდა მეწარმე“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

771

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამაახალგაზრდა მეწარმე“ – ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამაახალგაზრდა მეწარმეითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი.

პროგრამის ფარგლებში გაშენდება ვენახები, მოეწყობა საოჯახო ტიპის მარნები, პირუტყვის ფერმები, რძის გადამამუშავებელი მიკრო საწარმოები, საოჯახო ტიპის სასტუმროები და სხვა საინტერესო მიმართულებები.

შეხვედრაზე კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს გააცნეს პროგრამის პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს კვალიფიციური განაცხადების მომზადებაში, იდეის სწორად ფორმირებასა და ბიზნესის განვითარებაში.

პროგრამაახალგაზრდა მეწარმეხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის IFAD ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენარასამთავრობო ორგანიზაციააგროსერვისსნომერზე  – 595 07 52 50 ან  არასამთავრობო ორგანზიაციასოფლის მეურნების პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტს“ ნომერზე – 599 88 82 23.

ასევე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.