საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ორი მოადგილე დანიშნა

891

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ მოადგილეებად გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დანიშნა.

გიორგი წერეთელი, ამ დრომდე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, კობა გაბუნია კი შპს „ელიტა ბურჯი“-ს კომერციული დირექტორი იყო. თავმჯდომარის ახალ მოადგილეებს აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეა.