თბილისის ბაგა-ბაღებში გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდება

619

თბილისის 32 საჯარო ბაგა-ბაღის სამზარეულო ბლოკებში ახალი ტექნიკა შევა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ამჟამად არსებულ გაზქურებს ელექტროქურები ჩაანაცვლებს.

უწყების ცნობით, სამზარეულო ტექნიკის შესყიდვა თბილისის გაზმომარაგების კომპანია „ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა. კომპანიის ექსპერტებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის შემდეგ სამზარეულო ბლოკები შეისწავლეს ყველა იმ ბაგა-ბაღში, სადაც გაზქურებით სარგებლობდნენ. აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ბაგა-ბაღებში ელექტროქურები უკვე დამონტაჟებულია.