მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მერი, ალექსანდრე გრიგალავა ადასტურებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ,,რამდენიმე საათის წინ გავიგეთ, რომ ანტიკორუფციულმა ჩვენი თანამშრომელი დააკავა. ყველაფერი ალბათ გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი, "- განაცხადა გრიგალავამ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას თვითმმართველობების შესუსტებასთან დაკავშირებით არ იზიარებს და აცხადებს, რომ მარგველაშვილისგან არასწორი შეფასებები მოისმინა. "პრეზიდენტისგან არაერთხელ მოვისმინეთ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი შეფასებები, მათ შორის, თვითმმართველობის დასუსტებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მივიღეთ "თვითმმართველობის კოდექსი", ჩვენ გავაძლიერეთ თვითმმართველობის არჩევნები", - აცხადებს ცქიტიშვილი. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში ყოველწლიური...
4 თვის განმავლობაში ხულოს სოფლებში გეოლოგებმა 500-მდე ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს. ამ ოჯახებმა საცხოვრებლების და მიწის ნაკვეთების შესასწავლად მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ამ დროისთვის უცნობია რამდენ ოჯახს მიენიჭება ეკომოგრანტის სტატუსი. მერიაში განმარტავენ, რომ სტატუსის მინიჭების შემდეგ ოჯახები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ჩაერთვებიან. გასულ წელს ეკომიგრანტის სტატუსი ხულოში 250 ოჯახს მიენიჭა, მათგან ნახევარზე მეტი "ეკომიგრანტთა საცხოვრისის უზრუნველყოფის" პროგრამაში ჩაერთო.
წინა სტატია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადაიდო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, უწყებამ სასამართლოს გაფიცვის გადავადების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. კომპანიაში, ასევე, ამბობენ, რომ სასამართლოში შესულია სარჩელი მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებითაც. მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა.  თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის ცნობით, დაგვაში სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა. სოფელში საბავშვო ბაღი ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა. ახალი საბავშვო ბაღი კი, თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. დაწესებულებაში 17 ადამინია დასაქმებული და 70 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.  საბავშვო ბაღი ორ სართულიანია და შშმ პირებისათვის ადაპტირებული. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური...
ბათუმში, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლის დემონაჟი ნებართვის გარეშე განხორციელდა. ერთსართულიანი სახლი კულტურლი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად ეროვნუვნულ სააგენტოში იყო წარდგენილი. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვა კომპანიას არ აქვს. მერიამ კომპანიის სამუშაოები შეაჩერა. უკანონო დემონტაჟისთვის კი კომპანია ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა პარლამენტს, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, შეცვალოს "საარჩევნო კოდექსი" და საარჩევნო რეფორმის განხორციელება არა 2024 წელს, არამედ ახლავე დაიწყოს. ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. “დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც თქვენ მე მოგახსენებდით. საქართველოს ისტორიის მაგალითები ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და დემოკრატიული პროცესი დღეს უნდა მივცეთ ხალხს. ეს უნდა ხორციელდებოდეს როგორც...
შუახევის ა(ა)იპ კომუნალურმა სამსახურმა 40 თანამშრომელის პროფესიული საქმიანობისთვის განკუთვნილი ახალი სპეცტანსაცმელი შეიძინა. სპეცტანსაცმელის შესაძენად მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 000 ლარი გამოყო. კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს საწვიმარები, უსაფრთხოების ჟილეტები, სამუშაო ფეხსაცმელი, ხელთათმანები, მაისურები და ქუდები გადაეცათ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გაცემისათვის ელექტრონული აუქციონი ცხადდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იჯარით გაიცემა სოფელ ღორეშაში არსებული ორი მაღაზია. აქედან ერთი ობიექტის საწყისი წლიური საიჯარო თანხა 560 ლარს, ხოლო მეორე მაღაზიის საწყისი წლიური საიჯარო თანხა 570 ლარს შეადგენს. მერიის ცნობით, აუქციონი 2018 წლის 3 მაისს, 16 საათზე დაიწყება და 2018 წლის 10 მაისს, 16 საათზე დასრულდება. ინფორმაცია კი...
მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო  6.1-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა 2 386 378 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო“. მუნიციპალიტეტის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი. პროექტი 2018 წლის ივნისში დასრულდება. 
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, მთავრობა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებამ დაასუსტა ადგილობრივი თვითმმართველობა. "რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუტების შესუსტებას ქვეყნისთვის? ამ თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, რა გაკეთდა 2017 წელს კონსტიტუციის ცვლილებისას, ჩვენ დავინახავთ, რომ ძირითადი ინიციატივები, რაც იყო, ამ ინიციატივებმა სწორედ რომ შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია და ქვეყნის ინსტიტუტები. შევხედოთ თვითმმართველობის...
მერიის ცნობით, ქალაქ საჩხერეში წერეთლის ქუჩაზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება. უწყების ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა დასრულებულია და ამ ეტაპზე, გზა რკინა-ბეტონით მოეწყობა. სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "ნიუ იბერია" ასრულებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 555 ლარი გამოიყო. ხელშეკრულების პირობების თანახმად სამუშაოები წერეთლის ქუჩაზე  28 მაისს დასრულდება.
ევროპული საქართველოს წევრი და საკრებულოს დეპუტატი გოკა გაბაშვილი "ვარდების მოედნისთვის" სახელწოდების შეცვლის ინიციატივას არ ეთანხმება. „ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადარქმევის ინიციატივა  ვიწროპარტიული და იაფფასიანი პოლიტიკური აქტია ",- თქვა გაბაშვილმა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „ვარდების რევოლუცია არ არის მხოლოდ ერთი პარტიის საკუთრება. ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა ვერ აიტანა შეურაცხყოფა, ვერ აიტანა მისი ნების გაყალბება, გამოვიდა ქუჩაში  და  თავისი ბედი საკუთარ ხელში აიღო....
წინა სტატია ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსთან ვარდ მოსონიანთან, რომელსაც ბრალი 22 ეპიზოდში ედება, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ცნობილი სასამართლოზე გახდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც ბრალდებულის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის ფილიალის ყოფილი უფროსის ვარდ მოსოიანის ადვოკატმა კახა ასპანიძემ განაცხადა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს: "პროკურატურას წერილობითაც მივმართავთ". შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსს ბრალი 22...
ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ოთხწლიანი ინოვაციური პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" ეწოდება. პროექტი ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ასოციაცია RDFG  (სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის) ახორციელებს. პროექტი გასულ წელს დაიწყო და კიდევ სამ წელს გაგრძელდება. დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა მარტში დასრულდა და შედეგად, რეგიონში მცხოვრები უმუშევარი ახალგაზრდები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმდნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების...
პირველი მაისიდან ახალციხეში მცხოვრებლები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან. მიმდინარე კვირის ბოლომდე მერია ქვითრების დარიგებას დაიწყებს. ერთ სულ მოსახლეზე გადასახადი 50 თეთრია, თუმცა ოჯახს ორ ლარზე მეტის გადახდა არ მოუხდება.  ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის ტარიფები საქმიანობის მიხედვით, სხვადასხვაგვარად განისაზღვრება. „ოჯახს ერთი ქვითარი მიუვა, სადაც თვისა და წლის გადასახადი ერთად იქნება გაანგარიშებული და მათ სურვილზე იქნება დამოკიდებული მთელი წლის მოსაკრებელს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ