ხულოს სოფლებში გეოლოგებმა 500-მდე ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს

747

4 თვის განმავლობაში ხულოს სოფლებში გეოლოგებმა 500-მდე ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს. ამ ოჯახებმა საცხოვრებლების და მიწის ნაკვეთების შესასწავლად მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ამ დროისთვის უცნობია რამდენ ოჯახს მიენიჭება ეკომოგრანტის სტატუსი.

მერიაში განმარტავენ, რომ სტატუსის მინიჭების შემდეგ ოჯახები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ჩაერთვებიან.

გასულ წელს ეკომიგრანტის სტატუსი ხულოში 250 ოჯახს მიენიჭა, მათგან ნახევარზე მეტი “ეკომიგრანტთა საცხოვრისის უზრუნველყოფის” პროგრამაში ჩაერთო.