ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსთან ვარდ მოსონიანთან, რომელსაც ბრალი 22 ეპიზოდში ედება, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ცნობილი სასამართლოზე გახდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც ბრალდებულის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის ფილიალის ყოფილი უფროსის ვარდ მოსოიანის ადვოკატმა კახა ასპანიძემ განაცხადა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს: “პროკურატურას წერილობითაც მივმართავთ”.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსს ბრალი 22 ეპიზოდში ედება. მას მითვისება–გაფლანგვისთვის ორ და ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენებისთვის 20 ეპიზოდში ედავებიან.
საქმე 2014 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის შესახებ გამოცხადებულ ტენდერს ეხება, რომელიც ვარდმოსოიანის ცოლის ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა შპს „ვემ–მა“ მოიგო.
75 ათას ლარში კომპანიამ ოკამში, ხოსპიოში, ვაჩინაში და გოგაშენში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. სამუშაოები კი შპს „ვემ–მა“ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და თანამსრომლებით განახორციელა.