მერიის ცნობით, ქალაქ საჩხერეში წერეთლის ქუჩაზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება.
უწყების ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა დასრულებულია და ამ ეტაპზე, გზა რკინა-ბეტონით მოეწყობა.
სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “ნიუ იბერია” ასრულებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 555 ლარი გამოიყო.
ხელშეკრულების პირობების თანახმად სამუშაოები წერეთლის ქუჩაზე 28 მაისს დასრულდება.