ხარაგაულის მერია მაღაზიების იჯარით გაცემისთვის აუქციონს აცხადებს

1529

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გაცემისათვის ელექტრონული აუქციონი ცხადდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იჯარით გაიცემა სოფელ ღორეშაში არსებული ორი მაღაზია. აქედან ერთი ობიექტის საწყისი წლიური საიჯარო თანხა 560 ლარს, ხოლო მეორე მაღაზიის საწყისი წლიური საიჯარო თანხა 570 ლარს შეადგენს.

მერიის ცნობით, აუქციონი 2018 წლის 3 მაისს, 16 საათზე დაიწყება და 2018 წლის 10 მაისს, 16 საათზე დასრულდება. ინფორმაცია კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდება.