სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა 30 დღით გადადო

954

წინა სტატია

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადაიდო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, უწყებამ სასამართლოს გაფიცვის გადავადების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

კომპანიაში, ასევე, ამბობენ, რომ სასამართლოში შესულია სარჩელი მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებითაც.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა.  თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.