თეთრიწყაროს ახალგაზრდები ევროკავშირის მხარდაჭერით სხვადასხვა სფეროებში დასაქმდნენ

633

ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ოთხწლიანი ინოვაციური პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში” ეწოდება. პროექტი ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ასოციაცია RDFG  (სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის) ახორციელებს.

პროექტი გასულ წელს დაიწყო და კიდევ სამ წელს გაგრძელდება. დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა მარტში დასრულდა და შედეგად, რეგიონში მცხოვრები უმუშევარი ახალგაზრდები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმდნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამა ხორციელდება. დასაქმების პროგრამა წამოადგენს RDFG-ს მოდელს, რომელიც სამ კომპონენტს აერთიანებს:

  1. მოკლევადიანი (ორდღიანი) ტრენინგები სამუშაოს მაძიებელთათვის, რომლის მონაწილეებიც ორი დღის განმავლობაში ივითარებენ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ძიების პროცესში.
  2. ხუთთვიანი ინოვაციური დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 20 აქტიური და მოტივირებული სამუშაოს მაძიებელი მენტორის დახმარებით ერთიან გუნდად მუშაობს, რათა მოხდეს თითოეული მათგანის ინტეგრაცია შრომით ბაზარზე.
  3.  დასაქმების ფორუმები

პროექტის ფარგლებში იგეგმება დასაქმების პროგრამის ექვსი ფაზის განხორციელება.  პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და პროგრამის 20 მონაწილიდან 10 უკვე დასაქმდა.

პროგრამის მონაწილეები მუნიციპალიტეტში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმდნენ. პროგრამის მენტორები აღნიშნავენ, რომ პროგრამის მონაწილეთა ერთობა იმდენად ძლიერია, ისინი ერთმანეთის დასაქმებაზეც ზრუნავენ. ცხრილში წარმოდგენილია დასაქმებული პროგრამის მონაწილეები:

გარდა დასაქმების პროგრამისა, პროექტის ფარგლებში  კიდევ 3 დამატებითი პროგრამის განხორციელება იგეგმება, ესენია: პროფესიული გადამზადების პროგრამა, ფერმერთათვის სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და ახალგაზრდა ფემრეთა ცენტრები.