წალენჯიხაში სოფელ მიქავას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განახლდა

459

მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო  6.1-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა 2 386 378 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო“.

მუნიციპალიტეტის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.

პროექტი 2018 წლის ივნისში დასრულდება.