ბათუმში ერთ-ერთი ისტორიული სახლი ნებართვის გარეშე დაანგრიეს

1302

ბათუმში, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლის დემონაჟი ნებართვის გარეშე განხორციელდა. ერთსართულიანი სახლი კულტურლი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად ეროვნუვნულ სააგენტოში იყო წარდგენილი. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვა კომპანიას არ აქვს. მერიამ კომპანიის სამუშაოები შეაჩერა. უკანონო დემონტაჟისთვის კი კომპანია ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა.