დიდუბის რაიონში მდებარე მე-15 საბავშვო ბაღში, წყლის დაბინძურების გამო, სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერდა. გუშინ წყლის მილებიდან მღვრიე წყალი წამოვიდა, რის გამოც ბავშვები ბაღში 3 და 4 მაისს ვერ ივლიან.  ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მღვრიე წყალი ბავშვებს არ დაულევიათ და არც საკვები მომზადებულა. „გუშინ, დღის მეორე ნახევარიდან ბაღში მღვრიე წყალი წამოვიდა, თუმცა ასეთი წყალი მხოლოდ საბავშვო ბაღში არ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილეები და საქვეუწყებო კომპანიების ხელმძღვანელები   ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს  და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე  გამოყო. ამ დაფინანსების ხელშეკრულებების ფარგლებში,  დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის...
წინა სტატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათ ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მოსახლეობის საცხოვრებლების მიერთება მოითხოვეს. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი დათა შელეგია აცხადებს, მოსახლეობის თხოვნა გათვალისწინებული იქნება და ისინი ჩართული იქნებიან წყალარინების ქსელში. მან „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ მერიამ მათ შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა: "მერიამ მოგვმართა შუამდგომლობით, რომელიც გათვალისწინებულ იქნა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელების მიერ....
გურჯააანში ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია, გზის მოასფალტებას ითხოვს. მათი თქმით, პრობლემის შესახებ ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. "ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ და ვუთხარით ჩვენი გასაჭირი, კარგი იქნება, თუ დროულად მოაგვარებენ პრობლემას. მანქანით კი არა, ფეხითაც გვიჭირს გადაადგილება. ზაფხულში მტვერში ვიხრჩობით, წვიმის დროს კიდევ - ტალახში,“- აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა დარეჯან უტიაშვილმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურში ამბობენ, რომ 2018...
პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთში 10 ციხე-სოფლის კვლევა და შემდგომში რეაბილიტაცია იგეგმება. კვირიკაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ინვენტარიზაცია ჩატარდება, რომლისთვისაც 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. "თუშეთში ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციის კვლევას. მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი. კონკრეტულად თავისი ულამაზესი ისტორიული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული ან...
წინა სტატია კომპანია "ინშაათ საქართველო", რომელიც სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღს აშენებდა, გორის მერიის ბრალდებებს პასუხობს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მერიამ „ინშაათ საქართველოს“ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეუწყვიტა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. "სამშენებლო კომპანიას მერიამ 3+1 თვით ვადა გაუგრძელა ობიექტური და კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. დოკუმენტაცია არსებობს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შეფერხებით აწარმოებდა საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზის გამო, რომლის გამოსწორებასაც ორი თვის განმავლობაში ცდილობდა. მიუხედავად იმისა რომ, საპროექტო ცდომილებებზე პროექტის ავტორმა...
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტრო „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „გურამიშვილის“ მეტროსადგურს ვასუფთავებთ და ამ კვირაში გაიხსნება. დასრულდა სამუშაოები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, როდესაც მგზავრებით არ არის დატვირთული სადგური. მაქსიმუმ 2-3 დღეში სადგური დასრულდება. რაც შეეხება სრულ რემონტს, ეს ალბათ, 3-4 თვეში დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ. ასევე დასრულებულია „ვარკეთილის“ და „სამგორის“ მეტროების შემოწმების პროცესი და სარეაბილიტაციო სამუშაოები...
თბილისის საკრებულოში "ვარდების რევოლუციის" მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების შესახებ საკითხის ინიცირება მოხდა. საკითხმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კამათიც გამოიწვია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. კომისიის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები, ირაკლი ნადირაძე და ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ესწრებოდნენ. ვაჩეიშვილმა ხელისუფლება ისტორიის წაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის მონაპოვარია. უმრავლესობამ ოპოზიცია პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში...
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ 88 819 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა, სხვადასხვა პირობებით, რეგიონში ადგილობრივ კომპანიებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. ინფორამციას "კომერსანტი" ავრცელებს. აქედან ყველაზე მეტი – 61 ათას 433 კვ. მ. (6 ჰა) ქობულეთში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 2 ათას 944 კვ. მ. შუახევშია გასხვისებული. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში  სახელმწიფომ...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან უკვე 6 თვეზე მეტია გასული, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითმმართველობის პრობლემები უცვლელი დარჩა. არჩევნებამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 9 მუნიციპალიტეტი იყო, მათ შორის, ქალაქ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის  სტატუსი ჰქონდა და ცალკე მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა. ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ 8 მუნიციპალიტეტი დარჩა, საიდანაც ყველაზე დიდი სწორედ ზუგდიდის გაერთიანებული მუნიციპალიტეტია. ქალაქის 42 998 და თემის 62 511 მცხოვრები, ჯამში,...
წინა სტატია ახალციხეში, საბარგო სადგურზე, ახლადდაგებულ გზაზე, დაზიანებულ ბორდიურებს ახალი ფილებით ცვლიან. შპს „ქროსპოინტმა“ საბარგო სადგურზე 300 მეტრ სიგრძეზე ბორდიულები უკვე შეცვალა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ახალციხის შესასვლელში, იქ სადაც ექვსი თვის წინ, გზის რეაბილიტაცია დასრულდა, ბორდიურების ნაწილი დაიშალა. კომპანიაში აცახდებენ, რომ ხელშეკრულების თანახმად აღნიშნულ გზას სამწლიანი გარანტია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ხარვეზების აღმოფხვრაზე თავად იზრუნებენ.
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოანგრიეს. მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ არ იცის, როდის დააზიანეს ქანდაკება. „მე როგრც მითხრეს, წერილიც იყო დატოვებული, რომ ეს წარმართული ძეგლია და აქ არ უნდა იყოსო, თუმცა, თავად არ მინახავს ეს წერილი. სხვა არაფერი ვიცი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბერაიამ. ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის ტერიტორიაზე მონუმენტის დაზიანების შესახებ ზუგდიდის მერია ინფორმირებულია. „ოდიშინიუსს“ მერიის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათ ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მოსახლეობის საცხოვრებლების მიერთება მოითხოვეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.
ხულოში მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და  საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ იმაზე იკამათეს, თუ ვის უნდა გაეწმინდა ხულოს მერიის ფანჯრები. მერიამ მათ გასაწმენდად ბიუჯეტიდან 1693 ლარი დახარჯა. სამუშაოებისთვის კი კომპანია დაიქირავა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ირაკლი ჯორბენაძის თქმით, მერიას ხელშეკრულებით ჰყავს აყვანილი დამხმარე თანამშრომლები, რომლებიც უწყებას ალაგებენ: "აშკარაა უკვე, რომ კორუფციის სურნელი ტრიალებს მერიაში. პ.ს. რაც შეეხება წმენდას, ხულოს...
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა გაერთიანების თანამშრომლებს ორგანიზაციის ახალი დირექტორი, სალომე ბოგვერაძე წარუდგინა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. სალომე ბოგვერაძე "თი-ბი-სი ბანკის" ბანკის გურჯაანის ფილიალში მუშაობდა. სალომე ბოგვერაძის განცხადებით, ის უკვე გაეცნო თანამშრომლებსა და მათ უფლება -მოვალეობებს და სამომავლოდ გურჯაანის მუზეუმების პოპულარიზაციას გეგმავს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვახვრელში საბავშვო ბაღის შენობის მოწყობის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაობის სატენდერო ღირებულება 49 744 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ტენდერის პირობების მიხედვით წინადადებების მიღების ბოლო ვადად 11 მაისი განისაზღვრა. პროექტის მიხედვით განხორციელდება ქვახვრელში არსებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია, მოეწყობა ახალი საკომუნიკაციო და ელოქტრო გაყვანილობის სისტემები. უწყების ცნობით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობა-ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ