ახალციხეში, საბარგო სადგურზე, ახლადდაგებულ გზაზე, დაზიანებულ ბორდიურებს ახალი ფილებით ცვლიან. შპს „ქროსპოინტმა“ საბარგო სადგურზე 300 მეტრ სიგრძეზე ბორდიულები უკვე შეცვალა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალციხის შესასვლელში, იქ სადაც ექვსი თვის წინ, გზის რეაბილიტაცია დასრულდა, ბორდიურების ნაწილი დაიშალა. კომპანიაში აცახდებენ, რომ ხელშეკრულების თანახმად აღნიშნულ გზას სამწლიანი გარანტია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ხარვეზების აღმოფხვრაზე თავად იზრუნებენ.