გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა გაერთიანების თანამშრომლებს ორგანიზაციის ახალი დირექტორი, სალომე ბოგვერაძე წარუდგინა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
სალომე ბოგვერაძე “თი-ბი-სი ბანკის” ბანკის გურჯაანის ფილიალში მუშაობდა. სალომე ბოგვერაძის განცხადებით, ის უკვე გაეცნო თანამშრომლებსა და მათ უფლება -მოვალეობებს და სამომავლოდ გურჯაანის მუზეუმების პოპულარიზაციას გეგმავს.