გურჯაანში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დაზიანებული გზა წელს ვერ გაკეთდება

686

გურჯააანში ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია, გზის მოასფალტებას ითხოვს. მათი თქმით, პრობლემის შესახებ ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

“ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ და ვუთხარით ჩვენი გასაჭირი, კარგი იქნება, თუ დროულად მოაგვარებენ პრობლემას. მანქანით კი არა, ფეხითაც გვიჭირს გადაადგილება. ზაფხულში მტვერში ვიხრჩობით, წვიმის დროს კიდევ – ტალახში,“- აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა დარეჯან უტიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურში ამბობენ, რომ 2018 წელს ამ ქუჩის მოასფალტება დაგეგმილი არ არის.

მოგვარდება თუ არა პრობლემა მომავალ წელს მაინც, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მიმდინარე წლის ბოლოს, შემდეგი წლის პრიორიტეტები განისაზღვრება.