მხოლოდ ერთ წელიწადში, ხულოში ეკომიგრანტის სტატუსი 250-მდე ოჯახს მიენიჭა, ასობით კი ამ სტატუსის მიღების მოლოდინშია. მაღალმთიან აჭარაში ეროზიული პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მის შესაჩერებლად ხშირ შემთხვევაში ფერდსამაგრი სამუშაოები ტარდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
სწორედ მსგავს პროექტებში, შარშან, ადგილობრივმა მთავრობამ ნახევარ მილიონამდე ლარი დახარჯა. წელს კი ბიუჯეტში ამისთვის ფინანსური რესურსი არაა გათავალსიწინებული. ხულოს ინფრასტრუქტურის სამსახურს ფერდის გამაგრების თხოვნით უკვე მიმართა 300-ზე მეტმა...
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ელჩებს რეფორმების ოთხ პუნქტიანი გეგმა, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო.
გაეროს ელჩებმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს გაეროს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.
ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გაეროს ელჩებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენებისა...
თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებელის N93-ში მდებარე მაღალმხატვრული ისტორიული სადარბაზოს რესტავრაციას ატარებს, რომლის მხატვრობაც 1905 წელს, ცნობილი მხატვრების, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერისა და დე მარცოს მიერ არის შესრულებული.
ფონდის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 6 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და მაღალხარისხიანი ბათქაშით შესრულებული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია, ასევე, ლითონისა და ხის ნაკეთობების გაწმენდა-რესტავრაცია, გვიანი დანამატების მოხსნის სამუშაოები და დეკორატიული...
სტატია მომზადებულია “აი ფაქტის” ჟურნალისტების მიერ
დაზმირ ნიჩბიანი 70 წლისაა და ოჯახთან ერთად სოფელ ხერიაში მარტო ცხოვრობს. მისი სახლი ცხენისწყალს გაღმა მდებარეობს და გარე სამყაროს მოწყვეტილია. სხვა ადამიანებთან დასაკავშირებლად მთის მდინარის ხიდის მეშვეობით გადალახვაა საჭირო. თუმცა, ხიდი ნახევრად არსებობს და მასზე ბოლომდე გავლა შეუძლებელია. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხიდს ნახევრად დასრულებული ზედაპირი და მორყეული ბურჯი აქვს.
https://www.youtube.com/watch?v=jkz6lSUxY8E
ლენტეხის მუნიციპალიტეტმა სოფელ ხერიას ხიდის შესაკეთებლად...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრი მაია ცქიტიშვილი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე და ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებაში ADB-ს მონაწილეობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
სამინისტროს განცხადებით, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში საავტომობილო გზების, წყალმომარაგების და ურბანული მომსახურების გაუმჯობესების...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში, ყოველკვირეულ შეხვედრაზე, საჯარო და ა(ა)იპ სამსახურების წარმომადგენლებს მერმა, როსტომ სესიაშვილმა თანამშრომლებს ყვარლის მერიის 3 სამსახურის, 1 განყოფილების ხელმძღვანელი და 5 ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი ოფიციალურად წარუდგინა.
უწყების ცნობით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად მაია ავაზაშვილი დაინიშნა, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად - ვალერი გოქსაძე, იურიდიული სამსახურის უფროსად - დავით ელოშვილი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს გიორგი ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს,...
2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსთავში უკანონო მშენებლობის 7 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, აქედან ერთი პიზიკური პირის მიმართ საჯარიმო სანქცია ამოქმედდა. მოქალაქე 3 000 ლარით დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, 2 მათგანს კი გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად განახორციელონ. რაც შეეხება დარჩენილ საქმეებს, 4 საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
2017 წელს რუსთავში უკანონო მშენებლობის სულ 20 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც...
ასპინძაში მერის სამი წარმომადგენლის, ასევე, თვითმმართველობაში სამი სპეციალისტის პოზიციაზე მერია კონკურსს მესამედ გამოაცხადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძის მერიაში მეორედ ჩატარებული კონკურსის შემდეგ ვაკანტური დარჩა მერის წარმომადგენლის პოზიციები: თმოგვში, ჭობარეთში და ორგორა–სახუდაბელში. საკონკურსო კომისიამ, ასევე, ვერ შეარჩია სპეციალისტები ადმინისტრაციულ, იურიდიულ და ინფრასტრუქტურის სამსახურებში.
„ვერ შევარჩიეთ შესაფერისი კადრები, ზოგს არასრული დოკუმენტები ჰქონდა წარმოდგენილი, ზოგს კი სასურველი პოზიციის დასაკავებლად კომპეტენცია არ ჰყოფნიდა“, –...
ადიგენში, დერცელი–კიკიბოს მიმართულებით დამეწყრილი გზის ნაცვლად, ალტერნატიული გზის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ალტერნატიული გზის საპროექტო სამუშაოებზე ადიგენის მერიამ ტენდერი 7 627 ლარზე გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, ამიტომ ტენდერი არ შედგა. ხელახალი ტენდერი 7 მაისს გამოცხადდება.
შემოვლითი გზის საპროექტო სამუშაოები ადიგენში, შეთანხმების მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მოემზადებინა, თუმცა, დაახლოებით ორკვირიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ადიგენის მერიამ...
საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციაზე ნარკოტიკების მომხმარებელი და განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების დანიშვნა აიკრძალა. ასეთი რეგულაცია 45 მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედებს. ინფორმაციას "რეგინფო" ავრცელებს.
საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილებებით, ბაღის დირექტორი ვერ გახდება ადამიანი, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას არ წარადგენს (ან ცნობას წარადგენს, რომლითაც მოხმარების ფაქტი დასტურდება).
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ ასეთი აკრძალვა შემოიღეს საგარეჯოს, ხულოს, ქალაქ ქუთაისის, გორის, მცხეთის,...
მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, წაჩხურუს უბანში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობის IV ეტაპი დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება 1 429 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი.
ასევე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოედანი თავისი მისასვლელებით.
უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 378 059 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს, ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი და მუშაობს 10 ერთეული ტექნიკა.
გზის მშენებლობა მაისში დაიწყო...
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის 3 თვეში საქართველოში საცხოვრებელ შენობაზე 1 351 ნებართვა გაიცა, საიდანაც 58% თბილისზე მოდის. საანგარიშო პერიოდში თბილისში სახლების მშენებლობაზე 786 ნებართვა გაიცა, რაც ფართობის მხრივ 399 897 კვ/მეტრია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე 219 ნებართვა გაიცა აჭარაში; 28 - გურიაში; 29 - სამეგრელოში; 39 - იმერეთში; 31 - კახეთში; 54 - მცხეთა-მთიანეთში; 20 - სამცხე-ჯავახეთში; 131 -...
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ფორუმი გაიმართა.
მერიის ცნობით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მარტვილელ მოსწავლეებს გააცნობიერონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად და აიმაღლონ სამართლებრივი კულტურა.
პროექტში მონაწილე მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტების წახალისება, ჩართულობა, შედეგზე გათვლილი აქტიურობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას.
ქედაში 60 სოფლის ცენტრის კეთილმოწყობისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
უწყების ცნობით, იგეგმება გარეგანათების, ბილიკებისა და მოსაცდელების მოწყობა, ასევე გზების რეაბილიტაცია.
პირველ ეტაპზე ტენდერი გარეგანათებების მოწყობისთვის გამოცხადდა.
პროექტისთვის ჯამში 530 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში, ალმის კოხის უბანში, შიდა საუბნო გზის გაფართოება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისი“, მერიის მიერ ახლადშეძენილი „ჯისიპის“ მარკის ტექნიკით ახორციელებს.
მერიის ცნობით, წლების განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სივიწროვის გამო სატრანსპორტო მოძრაობა სახიფათო იყო, ხოლო სატვირთო ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელი.
აღნიშნული გზით 15 ოჯახი სარგებლობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა.
ინსტიტუციური დიალოგის ორდღიანი ფორუმის ერთ–ერთი თემა ინტერმუნიციპალური ურთიერთობების დამყარება იყო. ნახეთ გამოკითხვა, რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებსა და სამხარეო ადმინისტრაციაში, რა კუთხით შეიძლება განვითარდეს ინტერმუნიციპალური კავშირები მესხეთში. სტატია "სამხრეთის კარიბჭემ" მოამზადა.
https://www.youtube.com/watch?v=urk9luHgNCc&feature=youtu.be
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” პირველი ფორუმის მონაწილეებმა დეცენტრალიზაციის რეფორმის, რეგიონული უთანაბრობისა და ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირების შესახებ იმსჯელეს. ფორუმი 4-5 მაისს, ახალციხეში ჩატარდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































