მარტვილში წაჩხურუს გზის მშენებლობა მიმდინარეობს

702

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, წაჩხურუს უბანში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობის IV ეტაპი დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება 1 429 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი.

ასევე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოედანი თავისი მისასვლელებით.

უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 378 059 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს, ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი და მუშაობს 10 ერთეული ტექნიკა.

გზის მშენებლობა მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.

წაჩხურუს გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.