საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის 3 თვეში საქართველოში საცხოვრებელ შენობაზე 1 351 ნებართვა გაიცა, საიდანაც 58% თბილისზე მოდის. საანგარიშო პერიოდში თბილისში სახლების მშენებლობაზე 786 ნებართვა გაიცა, რაც ფართობის მხრივ 399 897 კვ/მეტრია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე 219 ნებართვა გაიცა აჭარაში; 28 – გურიაში; 29 – სამეგრელოში; 39 – იმერეთში; 31 – კახეთში; 54 – მცხეთა-მთიანეთში; 20 – სამცხე-ჯავახეთში; 131 – ქვემო-ქართლში და 13 – შიდა ქართლში. საცხოვრებელ შენობაზე მხოლოდ ერთი ნებართვა გაიცა რაჭა-ლეჩხუმში, მთლიანი ფართი 72 კვ/მეტრი.
მთლიანად, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მშენებლობაზე სულ 2 057 ნებართვა გაიცა, საიდანაც 1 351 ანუ 65,6% საცხოვრებელ შენობებზე მოდის.