ასპინძაში მერის სამი წარმომადგენლის, ასევე, თვითმმართველობაში სამი სპეციალისტის პოზიციაზე მერია კონკურსს მესამედ გამოაცხადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძის მერიაში მეორედ ჩატარებული კონკურსის შემდეგ ვაკანტური დარჩა მერის წარმომადგენლის პოზიციები: თმოგვში, ჭობარეთში და ორგორა–სახუდაბელში. საკონკურსო კომისიამ, ასევე, ვერ შეარჩია სპეციალისტები ადმინისტრაციულ, იურიდიულ და ინფრასტრუქტურის სამსახურებში.
„ვერ შევარჩიეთ შესაფერისი კადრები, ზოგს არასრული დოკუმენტები ჰქონდა წარმოდგენილი, ზოგს კი სასურველი პოზიციის დასაკავებლად კომპეტენცია არ ჰყოფნიდა“, – ამბობს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სლავა სუარიძე.
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი პირველად თებერვლაში, მეორედ კი აპრილში გამოცხადდა. კონკურსის შედეგად მერიაში 19 მოხელე დასაქმდა.