მარტვილში მოსწავლეთა თვითმმართველობის ფორუმი გაიმართა

867

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ფორუმი გაიმართა.

მერიის ცნობით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მარტვილელ მოსწავლეებს გააცნობიერონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად და აიმაღლონ სამართლებრივი კულტურა.

პროექტში მონაწილე მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტების წახალისება, ჩართულობა, შედეგზე გათვლილი აქტიურობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას.