2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსთავში უკანონო მშენებლობის 7 ფაქტი გამოვლინდა

819

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსთავში უკანონო მშენებლობის 7 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, აქედან ერთი პიზიკური პირის მიმართ საჯარიმო სანქცია ამოქმედდა. მოქალაქე 3 000 ლარით დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, 2 მათგანს კი გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად განახორციელონ. რაც შეეხება დარჩენილ საქმეებს, 4 საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

2017 წელს რუსთავში უკანონო მშენებლობის სულ 20 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 8 პიზიკური პირის მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდა.

შეგახსენებთ,რომ რუსთავში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 3 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

რუსთავში უკანონო მშენებლობების შემოწმებას, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.