ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 3 სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

975

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში, ყოველკვირეულ შეხვედრაზე, საჯარო და ა(ა)იპ სამსახურების წარმომადგენლებს მერმა, როსტომ სესიაშვილმა თანამშრომლებს ყვარლის მერიის 3 სამსახურის, 1 განყოფილების ხელმძღვანელი და 5 ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი ოფიციალურად წარუდგინა.

უწყების ცნობით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად მაია ავაზაშვილი დაინიშნა, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად – ვალერი გოქსაძე, იურიდიული სამსახურის უფროსად – დავით ელოშვილი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს  გიორგი ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი გივი ჩახნაშვილი იქნება.

ასევე, 5 ტერიტორიულ ერთეულში მერსახალი წარმომადგენლები ჰყავს.

ქალაქ ყვარლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელის თანამდებობაზე დაინიშნა ზურაბ ნემსაძე, სოფელ გავაზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იქნება ავთანდილ ცუკოშვილი, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულში – მალხაზ მარტიაშვილი, სოფლების: კუჭატნის, წიწკანაანთსერისა და სანავარდოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი მაია მედოიძე იქნება და სოფელ ბალღოჯიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი კი – შოთა იობაშვილი.