ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი ჩავარდა

960

ადიგენში, დერცელი–კიკიბოს მიმართულებით დამეწყრილი გზის ნაცვლად, ალტერნატიული გზის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ალტერნატიული გზის საპროექტო სამუშაოებზე ადიგენის მერიამ ტენდერი 7 627 ლარზე გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, ამიტომ ტენდერი არ შედგა. ხელახალი ტენდერი 7 მაისს გამოცხადდება.

შემოვლითი გზის საპროექტო სამუშაოები ადიგენში, შეთანხმების მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მოემზადებინა, თუმცა, დაახლოებით ორკვირიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ადიგენის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ პროექტი შეესყიდა.

ადიგენში სოფელ დერცელთან მისასვლელი გზის მონაკვეთი 26 მარტს დაიმეწყრა.