ხულოში ფერდსამაგრი კედლის მოწყობას 300 ოჯახი ითხოვს

580

მხოლოდ ერთ წელიწადში, ხულოში ეკომიგრანტის სტატუსი 250-მდე ოჯახს მიენიჭა, ასობით კი ამ სტატუსის მიღების მოლოდინშია. მაღალმთიან აჭარაში ეროზიული პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მის შესაჩერებლად ხშირ შემთხვევაში ფერდსამაგრი სამუშაოები ტარდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სწორედ მსგავს პროექტებში, შარშან, ადგილობრივმა მთავრობამ ნახევარ მილიონამდე ლარი დახარჯა. წელს კი ბიუჯეტში ამისთვის ფინანსური რესურსი არაა გათავალსიწინებული. ხულოს ინფრასტრუქტურის სამსახურს ფერდის გამაგრების თხოვნით უკვე მიმართა 300-ზე მეტმა მოქალაქემ.