სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფარქციების ხარჯი, წინა მოწვევის საკრებულოების იმავე მაჩვენებელთან შედრებით, 481 560 ლარით გაიზარდა. ეს ზრდა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნით არის გამოწვეული. ამის შესახებ ფაქტ-მეტრის კვლევაში წერია. სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმდინარე მოწვევის საკრებულოებში 303 წევრიდან 169 თანამდებობის პირია. ამდენად, 169 პირი შრომის ანაზღაურებას იღებს. წინა მოწვევის საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა 139 იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში წინა მოწვევის საკრებულოებს ფრაქციების ჯამური ხარჯი, თანამდებობრივი სარგოს...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, მდინარე ზანაზე, ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ახალი ხიდი შენდება, რომლის სიგრძე 54, ხოლო სიგანე 10 მეტი იქნება. მერიის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობისთვის 780 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ნიკამსტროის“ფილიალი ასრულებს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ხიდით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
ზუგდიდში, მოსაშვილის ქუჩაზე, ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა- მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. "პროექტი ითვალისწინებს არსებული რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების დემონტაჟს და დახურული სანიაღვრე სისტემის მოწყობას პლასტმას-გოფრირებული მილებით, რომელიც დაუერთდება მოსაშვილის ქუჩის ბოლოს არსებულ ღელეს. დახურული სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ კი მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. ასევე, მოხდება მირცხულავასა და მოსაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული ლითონის მილის დემონტაჟი",-ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ...
როგორც მერიაში აცხადებენ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 1 000 000 დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამტრედიაში, ლაშა თევზაძის ქუჩის ბოლოში, 4200 კვ/მ-ზე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე სასაწყობო-სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ინვესტიცია კომპანია ,,ჯეოკოპმა“ განახორციელა. როგორც კომპანიის მენეჯერმა ლოვა ავეტისიანმა აღნიშნა , სამაცივრე- სასაწყობო მეურნეობა საქართველოს და სომხეთს მოემსახურება და იქნება დისტრიბუციის დიდი ქსელი. "კომპანიაში ამ ეტაპზე 25 ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა კი ადგილობრივია",-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ...
აჭარაში სამინისტროები ერთ შენობაში განთავსდება. ეს იქნება ერთიანი სამთავრობო სახლი, სადაც სამთავრობო უწყებები განთავსდება და ისინი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებენ. მოქალაქეებს ქალაქის სხვადასხვა ადგილას მდებარე სამთავრობო უწყებებში სიარული აღარ მოუწევთ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ასევე იქნება ერთიანი დოკუმენტბრუნვის სისტემა, რაც უწყებებს შორის შიდა კომუნიკაციას გააუმჯობესებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ახალ შენობაში, რომელიც ბათუმში მამია კომახიძის 119 ნომერში უნდა აშენდეს, 23 უწყება განთავსდება....
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, წყალტუბოში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებისთვის კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი’’ ტერენინგების ჩატარებას აგრძელებს. მერიის ინფორმაციით, ამჯერად ,,გენდერის არსისა და გენდერული ძალადობის’’ თემაზე ქალაქისა და სოფელ გვიშტიბის ბაღების პედაგოგებს ინფორმაციები ფონდ „სოხუმის’’ წარმომადგენელმა გურანდა გვანცელაძემ გააცნო. "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ირმა ხელაძემ, შეკრებილებს სიტყვით მიმართა და გენდერული თანასწორობის საკითხი განიხილა. ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი გენდერული საბჭოს შესახებ განმარტებები გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის“ თავმჯდომარის თამარ მამარდაშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მიიწვიეს „საქართველოს ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი, რომელმაც ტრენინგი გამართა სამოქალაქო ბიუჯეტირების თემაზე და საფინანსო სფეროში სიახლეებზე. მერიის ცნობით, ტრენინგის განმავლობაში, ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა განიხილა ბიუჯეტის მომზადების ეტაპები, ყველა ის პარამეტრი, რისგანაც ბიუჯეტი შედგება. შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე, მერი...
წინა სტატია სამგორის გამგეობის ცნობით, ვარკეთილში, მესამე მასივში ავარიული კორპუსიდან 17 ოჯახი გასახლებული იყო, ხოლო იმავე შენობაში უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობდნენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. გამგეობის ცნობით,  მიუხედავად იმისა, რომ შენობაში უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობდნენ, გამგეობა ქირით მათ საცხოვრებელ ფართსაც უზრუნველყოფს. ამასთან, გამგეობაში აცხადებენ, რომ ავარიულ კორპუსში ისეთი ოჯახებიც ცხოვრობდნენ, რომელთაც საცხოვრებელი ადგილი ახლობელმა დაუთმო. „აღნიშნული კორპუსის 17 ოჯახი უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე თვეა, რაც გამოსახლებულია კორპუსიდან...
მცხეთა-მთიანეთის სოფელ ციხისძირში, მდინარე ქსანში სასაკალაოებიდან ცხოველთა ნარჩენები იყრება, სუნისა და დაბინძურებული წყლის გამო, მდინარესთან ადამიანები აღარ ჩადიან. დაკლული ცხოველების სისხლი მილიდან მიწაზე გამოდის, საიდანაც მდინარეში ხვდება. ფეკალიების მთა კი სასაკლაოსთან ახლოს მდებარეობს. ინფორმაციას imedinews-ი და "იმედის კვირა" ავრცელებენ. ციხისძირის სასაკლაოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ცხოველების სისხლი მდინარეში მოხვედრამდე, ე.წ. სეპტიკებში ილექება, იფილტრება და ქსანში მართალია შეფერილი, მაგრამ უსაფრთხო სითხე ჩადის. სასაკლაოსთან ახლოს...
საჩხერის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა იწყება. ამის შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი დვალაშვილმა განაცხადა. "აღნიშნული პროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი კონკრეტული მიზანი მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ძეგლების აღრიცხვა, შეფასება და პოპულარიზაციაა",- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მასალების მოპოვება და შეგროვება თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და ადგილობრივი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და...
ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, უახლოესი 7 წლის განმავლობაში, სულ მცირე 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და არანაკლებ 50-ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ამ საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს ლიცენზია, რომლის მფლობელიც 2018 წლის მაისში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოვლინდა, გამარჯვებული შპს „ბიჯი ინვესტმენტია". ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია იქნება ხუთი წელიწადში ჩადოს 3 000 000 დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია, ხოლო...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიაში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზის უდიდეს ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა სოფლის ცენტრამდე 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთი კვლავ მოსაწესრიგებელია. უწყების ცნობით, ამჟამად ბეტონის საფარი 380 მეტრზე იგება, ხოლო დამატებით ნახევარი კილომეტრი წლის ბოლომდე მოეწყობა. ასევე, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დაზიანებული ბოგირის მოწყობაც. "83 055 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,მ.ჯ.მ“ ახორციელებს",- ნათქვამია...
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს. 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტი იყო, რაც 2016 წელთან შედარებით 1.5-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე, რეგიონების ნაწილში გაზრდილია. კერძოდ მატებაა თბილისში, შიდა ქართლის,...
შემოდგომიდან, ახალი სასწავლო წლიდან, დედაქალაქს 11 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა  კახა გვანცელაძემ თქვა. გვანცელაძის განმარტებით, შემოდგომიდან 9 ახალი ბაღი დაემატება იურიდიულად, 11 ბაღიდან ორი ახლო მდებარე ბაღს დაუკავშირდება. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. "თბილისის საბავშო ბაგა-ბაღები ახალი სასწავლო წლიდან 3 ათასზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებენ", - თქვა კახა გვანცელაძემ. ბაღების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ წელს, საზაფხულო ბაგა-ბაღების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა. კახა გვანცელაძის თქმით, სერვისით  სარგებლობა...
თბილისში, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში კიბე ჩამოიშალა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კიბის ჩამონგრევის შემდეგ მაშველებმა, სამაშველო კიბის დახმარებით, საცხოვრებელი კორპუსიდან 6 ადამიანი გამოიყვანეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, მდინარე სეფორას სათავე-ნაგებობა იწმინდება. აღმიშნული სათავე-ნაგებობიდან შილდის დაახლოებით 1400 მდე მოსახლე წყლით მარაგდება. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ შილდაში მდინარე სეფორას სათავე-ნაგებობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. როგორც მერიაში აღნიშნავენ,  გზა მდინარის ადიდებამ დააზიანა. ამასთან, უწყების ცნობით, მოეწყობა წყლის შემკრები საგუბარი, საიდანაც მოსახლეობა მომარაგდება სარწყავი წყლით.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ