მცხეთა-მთიანეთის სოფელ ციხისძირში, მდინარე ქსანში სასაკალაოებიდან ცხოველთა ნარჩენები იყრება, სუნისა და დაბინძურებული წყლის გამო, მდინარესთან ადამიანები აღარ ჩადიან. დაკლული ცხოველების სისხლი მილიდან მიწაზე გამოდის, საიდანაც მდინარეში ხვდება. ფეკალიების მთა კი სასაკლაოსთან ახლოს მდებარეობს. ინფორმაციას imedinews-ი და “იმედის კვირა” ავრცელებენ.
ციხისძირის სასაკლაოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ცხოველების სისხლი მდინარეში მოხვედრამდე, ე.წ. სეპტიკებში ილექება, იფილტრება და ქსანში მართალია შეფერილი, მაგრამ უსაფრთხო სითხე ჩადის.
სასაკლაოსთან ახლოს მოსახლეობა ცხოვრობს, მდინარეში კი მეთევზეები თევზაობენ. სასაკლაოსთან ახლოს, ბუნებაში, ჟურნალისტებმა ცხოველთა ნარჩენებიც იპოვეს.