ზუგდიდში, მოსაშვილის ქუჩაზე, ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა- მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
“პროექტი ითვალისწინებს არსებული რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების დემონტაჟს და დახურული სანიაღვრე სისტემის მოწყობას პლასტმას-გოფრირებული მილებით, რომელიც დაუერთდება მოსაშვილის ქუჩის ბოლოს არსებულ ღელეს.
დახურული სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ კი მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები.
ასევე, მოხდება მირცხულავასა და მოსაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული ლითონის მილის დემონტაჟი”,-ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 138 598 ლარია.