სამგორის გამგეობის ცნობით, ვარკეთილში, მესამე მასივში ავარიული კორპუსიდან 17 ოჯახი გასახლებული იყო, ხოლო იმავე შენობაში უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობდნენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობდნენ, გამგეობა ქირით მათ საცხოვრებელ ფართსაც უზრუნველყოფს. ამასთან, გამგეობაში აცხადებენ, რომ ავარიულ კორპუსში ისეთი ოჯახებიც ცხოვრობდნენ, რომელთაც საცხოვრებელი ადგილი ახლობელმა დაუთმო.
„აღნიშნული კორპუსის 17 ოჯახი უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე თვეა, რაც გამოსახლებულია კორპუსიდან და ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, რომლის ქირასაც გამგეობა იხდის. შენობაში 3-4 ოჯახი უკანონოდ იყო შეჭრილი. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ ქირით უზრუნველყოფასაც მოახდენთ, რათა ქუჩაში არავინ დარჩეს. ჩვენ გადავიხცდით ასევე იმ ოჯახების ქირასაც, რომლებიც აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი ნათესავმა დაუთმო“, – აცხადებენ გამგეობაში.
ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში დღეს კიბე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.