წყალტუბოში თემაზე – “გენდერის არსი და გენდერული ძალადობა’’ ტრენინგი ჩატარდა

694

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, წყალტუბოში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებისთვის კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი’’ ტერენინგების ჩატარებას აგრძელებს.

მერიის ინფორმაციით, ამჯერად ,,გენდერის არსისა და გენდერული ძალადობის’’ თემაზე ქალაქისა და სოფელ გვიშტიბის ბაღების პედაგოგებს ინფორმაციები ფონდ „სოხუმის’’ წარმომადგენელმა გურანდა გვანცელაძემ გააცნო.

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ირმა ხელაძემ, შეკრებილებს სიტყვით მიმართა და გენდერული თანასწორობის საკითხი განიხილა.

ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი გენდერული საბჭოს შესახებ განმარტებები გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ, მზია კიკალიშვილმა”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ტერენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ