ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, მდინარე სეფორას სათავე-ნაგებობა იწმინდება. აღმიშნული სათავე-ნაგებობიდან შილდის დაახლოებით 1400 მდე მოსახლე წყლით მარაგდება.
ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ შილდაში მდინარე სეფორას სათავე-ნაგებობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, გზა მდინარის ადიდებამ დააზიანა.
ამასთან, უწყების ცნობით, მოეწყობა წყლის შემკრები საგუბარი, საიდანაც მოსახლეობა მომარაგდება სარწყავი წყლით.