აჭარაში სამინისტროები ერთ შენობაში განთავსდება. ეს იქნება ერთიანი სამთავრობო სახლი, სადაც სამთავრობო უწყებები განთავსდება და ისინი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებენ. მოქალაქეებს ქალაქის სხვადასხვა ადგილას მდებარე სამთავრობო უწყებებში სიარული აღარ მოუწევთ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ასევე იქნება ერთიანი დოკუმენტბრუნვის სისტემა, რაც უწყებებს შორის შიდა კომუნიკაციას გააუმჯობესებს.
შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
ახალ შენობაში, რომელიც ბათუმში მამია კომახიძის 119 ნომერში უნდა აშენდეს, 23 უწყება განთავსდება. მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი და სხვა უწყებები.
ამავე შენობაში განთავსდებიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია, შპს “სტადიონი”,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა”, შპს “გოდერძი რიზორტი” და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.