ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიაში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზის უდიდეს ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა სოფლის ცენტრამდე 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთი კვლავ მოსაწესრიგებელია.
უწყების ცნობით, ამჟამად ბეტონის საფარი 380 მეტრზე იგება, ხოლო დამატებით ნახევარი კილომეტრი წლის ბოლომდე მოეწყობა.
ასევე, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დაზიანებული ბოგირის მოწყობაც.
“83 055 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,მ.ჯ.მ“ ახორციელებს”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.