ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან, სანიაღვრე არხის კოლექტორი, რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბე და საფეხმავლო ბილიკები რეაბილიტირდება.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ახალი სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა, კიბის დაზიანებული საფეხურები და სახურავი ახლით შეიცვლება, აშენდება საყრდენი კედელი და მოსახლეობისთვის ფილებით ორი საფეხმავლო ბილიკი გაკეთდება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მერიის ცნობით, რამდენიმე დღეში, რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება.
პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების სატენდერო ღირებულება 844, 105, 00 ლარს შეადგენს. აქედან თანხის 13% მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებაა.
მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს ,,სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიას“ შორის ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა.
კონტრაქტი რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის #2, #3, #4, #5, #6, #7,...
წლის წინ:
"კაცი თავის თავის გამგებელი, თავისათვის მზრუნველი, და პატრონი და არა სხვის ხელის შემყურალი და მაცქერალი, სრული მოქალაქეა, ჭეშმარიტი შვილია თავის ქვეყნისა. იგი მაშინ ადვილად და უბრძოლველად არავის დაუთმობს თავისუფლებას და ავის თვალით უცქერის იმას, ვისაც სურს, მოუსპოს თვით-მმართველობა და გაჰხადოს ყურმოჭრილ მონად"
#ალექსანდრეფრონელი #26მაისი #ერობა
#ძლიერითვითმმართველობა #დამოუკიდებლობა
ერობების შესახებ ლიტერატურას გაეცანით ბმულზე - https://droa.ge/?p=7786
2017 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევის“ მიხედვით საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი საკმაოდ მაღალია - 100 ქულიანი შეფასების სისტემაში 82-ე ადგილს იკავებს და 2015 წელთან შედარებით 16 პუნქტით არის გაუმჯობესებული. იმავე კვლევის მიხედვით, საზოგადოების მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში 22 ქულითაა შეფასებული, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას საბიუჯეტო პროცესში ჩართვის მცირე შესაძლებლობა აქვს.
“ეს კვლევა ზუსტად ასახავს იმ გარემოებებს, რომელთა გამო ევროპის ფონდმა რამდენიმე წლის...
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 1 მილიონი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილისა და 4 ათასამდე ხის დარგვა.
აღსანიშნავია, რომ სეზონურად მოყვავილე მცენარეები გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის სანერგე მეურნეობაში გამოყავთ, შემდეგ კი, სკვერებსა და გზაგამყოფ გაზონებში, ასევე მრავალბინიანი კორპუსების ეზოებში რგავენ.
ბორჯომის საკრებულოში, ფრაქცია "პატრიოტების" წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლოზ კიკნაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ფრაქცია "ბორჯომის პატრიოტების" წევრები ამბობენ, რომ ნიკოლოზ კიკნაძე საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა და დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა.
ნიკოლოზ კიკნაძე კი ამბობს, რომ მისი გადაყენების გადაწყვეტილება შესაძლოა სასამართლოში გაასაჩივროს, ამასთან ადასტურებს, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმდჯომარის თანამდებობიდან ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის შემდეგ, სხდომებს არ დასწრებია.
ფრაქცია „ბორჯომის პატრიოტებს“ ირმა ზედგინიძე უხელმძღვანელებს.
ბორჯომის...
ქუთაისის მერიამ მარტსა და აპრილში სახელფასო დანამატის სახით 23 ათას ლარზე მეტი თანხა გასცა. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქუთაისის საკრებულოს წევრი მერაბ მეშველიან აცხადებს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
მეშველიანი მის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად აცხადებს, რომ პრემიებისა და დანამატების გაცემის შეწყვეტის შესახებ "ქართული ოცნების" განცხადებების მიუხედავად, ქუთაისის მერიაში სახელფასო დანამატები ისევ გაიცემა.
"ხელფასების მატება ქართულმა ოცნებამ პრემიების გაცემის შეწყვეტის მოტივით...
საბურთალოს რაიონში, საირმის ქუჩაზე, N7-8 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ავტოფარახების დემონტაჟის შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია დასუფთავდება და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
"ადგილობრივ მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო გოგუაძე შეხვდნენ, მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და რაიონში მიმდინარე პროექტები გააცნეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც კრწანისის გამგეობაში აცხადებენ, ზემო ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი ახალი გზით ისარგებლებს.
კრწანისის რაიონში, ვირსალაძის ქუჩაზე 2 100 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიან საფარს აგებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება, შპს „მაგისტრალი“ ასრულებს.
წლის წინ:
"მთავრობას არ ეშინია ხალხის გაძლიერების. ამიტომ იგი ცდილობს, გააძლიეროს თემები და შემდეგ შეაკავშიროს ისინი ძლიერ ერობათა ცენტრში"
#ნოეჟორდანია #26მაისი #ერობა
#ძლიერითვითმმართველობა #დამოუკიდებლობა
ერობების შესახებ ლიტერატურას გაეცანით ბმულზე - https://droa.ge/?p=7786
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, სამუშაოები ბაგებში, სტუდქალაქიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდამდე ხორციელდება.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის შედეგად, 1 000 მ2-ზე მეტი ფართობის გზა შეკეთდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
პროექტის ღირებულება დაახლოებით, 61 400 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
გლდანის რაიონში, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ხუთ მისამართზე ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყობა, ორ მისამართზე უკვე არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება, ორ მისამართზე კი, კალათბურთის მოედანი მოეწყობა.
"სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.
წინა სტატია
თბილისის მერის მაია ბითაძის განცხადებით, რეჟიმი, რომელსაც მერია სადისტრიბუციო კომპანიებს შესთავაზებს, ადეკვატური იქნება, "მინიმუმ 12 საათიანი დრო ექნებათ იმისთვის, რომ დისტრიბუცია განახორციელონ", - თქვა ბითაძემ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"ცხელი ზაფხული გველის ამ კუთხით. კონსენსუსამდე შეიძლება ყველა საკითხზე ვერ მივიდეთ, მაგრამ მთავარია კონსენსუსი მიღწეულია თბილისის მოსახლეობასთან იმაში, რომ თბილისი არის ძალიან გადატვირთული, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო კუთხით. ჰაერის დაბინძურება იქნება, თუ დისკომფორტი...
დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შვიდ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა.
"პროექტის მიხედვით, დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორია მავთულბადით შემოიღობა და დაიჭიმა. ასევე, განახლდა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამჟამად, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დამატებით შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართებზე, შეიღებება რკინის კონსტრუქციები და დაზიანებული ბადეები ახლით შეიცვლება. უახლოეს პერიოდში კი, ხელოვნური საფარი...
#არდაივიწყოისტორია #26მაისი #საქართველოსდამოუკიდებლობა #ძლიერითვითმმართველობა #ერობა
ბათუმის მერია საკურორტო სეზონამდე ქალაქის ცენტრალური ნაწილის გარევაჭრობისგან გათავისუფლებას გეგმავს და მოვაჭრეებს წინადადებას სთავაზობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ყველა გარემოვაჭრე, რომელიც ტერიტორიას დატოვებს და მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაინაცვლებს, 600 ლარს მიიღებს და 2 წლით გადასახადისგან გათავისუფლდება. გარდა ამისა, ახალი სავაჭრო ადგილისკენ დაინიშნება უფასო ავტობუსებიც. წინააღმდეგობის შემთხვევაში, მერია სამართალდამცველებს მიმართავს. შესაბამისი განცხადება ბათუმის მერიამ უკვე გაავრცელა.
"იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი დღეების განმავლობაში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































