გლდანის რაიონში 9 მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყობა

883

გლდანის რაიონში, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. 

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ხუთ მისამართზე ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყობა, ორ მისამართზე უკვე არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება, ორ მისამართზე კი, კალათბურთის მოედანი მოეწყობა.

“სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.