ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 1 მილიონი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილისა და 4 ათასამდე ხის დარგვა.
აღსანიშნავია, რომ სეზონურად მოყვავილე მცენარეები გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის სანერგე მეურნეობაში გამოყავთ, შემდეგ კი, სკვერებსა და გზაგამყოფ გაზონებში, ასევე მრავალბინიანი კორპუსების ეზოებში რგავენ.