რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, გზებს და სანიაღვრე ქსელებს მოაწესრიგებენ

1148

მერიის ცნობით, რამდენიმე დღეში, რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება.

პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოების სატენდერო ღირებულება 844, 105, 00 ლარს შეადგენს. აქედან თანხის 13% მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებაა.

მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს ,,სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიას“ შორის ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა.

კონტრაქტი რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის #2, #3, #4, #5, #6, #7, #10, #12, #14, ასევე, ბალანჩივაძის გასასვლელის #4, #6, #8, #10 საცხოვრებელი კორპუსების ეზოების ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების განახორციელებს.

“ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს სხვადსხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. მიმდინარე წელს რუსთავში, მარტო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 82 შიდა ეზოში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, გრძელდება მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია და მე-11 მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისის მშენებლობაც.

2018 წლის ბოლომდე რუსთავში, 12 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.